კიევში, დნიპროვსკის რაიონში, მალიშკოს ქუჩაზე 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე აფეთქება მოხდა.
აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა.
მომხდარის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული, 4 დაშავდა, მათგან ორს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, კორპუსის კიდევ 18 მაცხოვრებლის გადარჩენა მოხერხდა, დანარჩენი მოქალაქეები ევაკუირებულია.
მედია წერს, რომ აფეთქებას ხანძარი და ნგრევა მოჰყვა, თუმცა, ცეცხლის ჩაქრობა მოკლე დროში მოხერხდა.
გამოძიება დაწყებულია.