21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველო რუმინეთთან ერთად უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოში მატჩები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ჯგუფური ეტაპის შეხვედრებთან ერთად, ჩვენი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატის ორ მეოთხედფინალს, ნახევარფინალს და ფინალურს უმასპინძლებს, რომელიც ბათუმი არენაზე შედგება.
ბათუმი
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა: თბილისის მესხის და პაიჭაძის სტადიონებს, ქუთაისის შენგელიას არენას და საწვრთნელ სტადიონებს თბილისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში.
სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 100 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო. სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა.
ქუთაისი
ჩატარებული სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, ბალახის ახალი საფარი მოეწყო 11 მოედანზე, მოეწყო 6 სტადიონის განათების სისტემა, დამონტაჟდა გახმოვანების ახალი სისტემები, ახალი სკამები, ლედ სარეკლამო კედლები და სხვა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. ჩვენი გუნდი A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც პორტუგალიის, ბელგიის და ნიდერლანდების ნაკრებებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების მატჩები ჯგუფურ ეტაპზე
• 21 ივნისი | საქართველო – პორტუგალია | 20:00
• 24 ივნისი |.საქართველო – ბელგია | 20:00
• 27 ივნისი | ნიდერლანდები – საქართველო | 20:00.
თბილისი
ფოტო : ბადრი ვადაჭკორია