ირაკლი ზარქუა: ველოდებით, რომ ევროკომისია საქართველოსთან მიმართებით ახლა მაინც მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და შეცდომას არ დაუშვებს

„ველოდებით, რომ ევროკომისია საქართველოსთან მიმართებით ახლა მაინც მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და შეცდომას არ დაუშვებს. თვის ბოლომდე 12 რეკომენდაცია შესრულებული იქნება”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო შესრულებული სამუშაოთი მოწინავეა.

“ევროკომისიას არანაირი საფუძველი არ ექნება, საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი ეთქვას. მოლოდინი გვაქვს, რომ მიმდინარე წელს ქვეყანა სტატუსს დამსახურებულად მიიღებს და იმავე შეცდომას არ გაიმეორებს, რასაც სხვათა შორის, თავადაც აღიარებს. საქართველო შესრულებული სამუშაოთი მოწინავეა. ოპოზიციის განცხადებებს რაც შეეხება, იმაზე ვერ ჩამოყალიბდნენ, ვისთან გაერთიანდნენ და ახლა ხმამაღალ განცხადებებს იმიტომ აკეთებენ, რომ ერთმანეთს შეეჯიბრონ. რა სამუშაო გასწიეს რეკომენდაციების შესასრულებლად? სად დაჯდა ჭიჭე ვაშაძე და რომ მისდევს ხოლმე მანჯგალაძე? ფანჩატურიდან ჩემი შალიკო უფრო მონდომებული იყო და შემოგვძახებდა ხოლმე, ვიდრე ეს ხელმოცარულები. მთავარია, რა გაკეთდა და ამას ევროკომისია როგორ შეაფასებს“, – აღნიშნა ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები