ოკუპანტების მიერ ოდესის დაბომბვას, სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ოდესის ცენტრი დაბომბეს, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 13 დაშავდა.

“სამხრეთის სარდლობის” მონაცემით, ოკუპანტებმა 4 “კალიბრის” ტიპის რაკეტა გაუშვეს, მათგან სამის მოგერიება მოხერხდა, ხოლო ერთი მაღაზიას მოხვდა, სადაც 400 კვ.მ ხანძარი გაჩნდა.

აფეთქების ტალღამ დააზიანა საცხოვრებელი კომპლექსი, ბიზნესცენტრი, სასწავლო დაწესებულება, კაფეები და მაღაზიები.

ასევე, უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ ასევე, აზოვის ზღვის სანაპიროდან გაშვებული იყო 10 “შაჰედი”, მათგან 9 ჩამოგდებულია. 6 ფრთოსანი რაკეტა Kh-22 ბომბდამშენიდან იყო გაშვებული, “შედეგები ზუსტდება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები