ირაკლი ზარქუა: ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მოცემულობა, რომ არავის მიეცეს საშუალება, ეროვნული ბანკით საბოტაჟი მოუწყოს საკუთარ ქვეყანას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ზარქუას განცხადებით, ქვეყანაში ისეთი მოცემულობა და სისტემა უნდა შეიქმნას, რომელიც ეროვნული ბანკით საბოტაჟის მოწყობის საშუალებას არავის მისცემს.

“სავალუტო ფონდი ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციაა, არჩეული კი არ არის საქართველოს უმრავლესობის მხრიდან, ის რეკომენდაციას გასცემს – ან გაითვალისწინებ, ან შეიძლება, რაღაც მოდიფიკაცია მოახდინო. მაგალითად, 2021-ში სავალუტო ფონდი გვეუბნებოდა, რომ 3.5% გვექნება ეკონომიკური ზრდა. ის პოლიტიკა და დაშვებები რომ გაგვეაზრებინა და გაგვეთვალისწინებინა, გვექნებოდა 3.5%. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვთქვით, რომ თავისუფალი ვაჭრობაა, სანქციებს უარი უნდა ვუთხრათ და 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა 2021-ში, ისევე როგორც 2022-ში. მეტსაც გეტყვით, მიმდინარე წელს მათი პროგნოზი არის 4% და ჩვენ გვაქვს უკვე 7%.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მოცემულობა და სისტემა, რომ არავის მიეცეს საშუალება, რომ ეროვნული ბანკით საბოტაჟი მოუწყოს საკუთარ ქვეყანას”,- განაცხადა ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები