ხერსონის რეგიონში წყლის დონე იკლებს – ამჟამად, ის 3,29 მეტრს შეადგენს

ხერსონის რეგიონში კახოვსკაიას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად წყლის დონე სულ უფრო იკლებს. ამის შესახებ სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე პროკუდინმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში წყლის დონე 64 სანტიმეტრით შემცირდა და უკვე 3,29 მეტრს აღწევს.

დატბორილი რჩება 46 დასახლება: 32 მარჯვენა სანაპიროზე და 14 მარცხენაზე. პროკუდინის ინფორმაციით, დეოკუპირებული ნაწილიდან ევაკუირებულის 2743 ადამიანი, მათ შორის, 228 ბავშვი და 77 შშმ პირი.

მისი თქმით, ევაკუაცია ხშირად ცეცხლის ქვეშ ხდება. გასული დღის განმავლობაში, რეგიონში 26 თავდასხმა დაფიქსირდა, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა. მოქალაქეები ტერიტორიის დატოვებას ნავით ცდილობდნენ და ოკუპირებული მარცხენა ნაპირიდან მარჯვენასკენ მიცურავდნენ.

დაბომბვის შედეგად, კიდევ 12 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები