დატბორვის გამო, უკრაინას მილიონობით ტონა მოსავლის დაკარგვა ემუქრება

კახოვსკაიას ჰესის კაშხლის აფეთქებით გამოწვეული წყალდიდობის გამო, უკრაინამ შესაძლოა, რამდენიმე მილიონი ტონა მოსავალი დაკარგოს.

ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს.

“წყალმომარაგების წყაროს გარეშე ბოსტნეულის მოყვანა შეუძლებელია. მარცვლეული და ზეთოვანი კულტურები გაშენდება ექსტენსიური ფერმერული მოდელის მიხედვით, დაბალი მოსავლიანობით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ექსპერტების აზრით, კაშხლის განადგურება სამხრეთ უკრაინაში ათიათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის დატბორვას გამოიწვევს და ირიგაციის გარეშე დარჩენილი, სულ მცირე, 500 000 ჰექტარი მიწა შესაძლოა, დაშრეს.

უწყებაში განმარტავენ, რომ დატბორილ ადგილებში ნიადაგის მდგომარეობის სრული აგროეკოლოგიური შეფასება იქნება საჭირო და უმეტეს შემთხვევაში ნიადაგის აღდგენის სპეციალური მეთოდების გამოყენება გახდება საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები