დადიანების სასახლეში უნიკალური ნივთების რესტავრაციის პროცესი მიმდინარეობს – სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძისა და პრინცესა სალომე მიურატის ნესესერი და დადიანების ლუსკუმა

დადიანების ლუსკუმა

ამერიკის საელჩოს გრანტის შედეგი: დადიანების სასახლეში უნიკალური ნივთების რესტავრაციის პროცესი უკვე დაიწყო. ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ინფორმაციას ავრცელებს სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძის და პრინცესა სალომე მიურატის აღდგენილ ნესესრზე, ასევე – რესტავრირებულ ლუსკუმაზე.

სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძისა და პრინცესა სალომე მიურატის ნესესერი

„თქვენ წინაშეა სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძისა და პრინცესა სალომე მიურატის ნესესერი. დამზადებული საფრანგეთის საიმპერატორო კარის ოსტატების მიერ. ნივთი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. რესტავრაციის პროცესის დროს ნივთი გაიწმინდა სოკოვანი დაავადებებისაგან, გამაგრდა, მუყაოს დაშლილი საფუძველი  აღდგა. ამჟამად ნესესერი რესტავრაციის პროცესშია.
ხელოვნების სასახლის სარესტავრაციო ლაბორატორია. რესტავრატორები: ნათია ლომია, ლია ახალაძე, როზი კასრაძე.
დადიანების ლუსკუმა. ხე. ლევკასი, მოოქროება. 1874 წელი. რესტავრაციის პროცესი ითვალისწინებს უნიკალური ნივთის გაწმენდას, ემალისა და მოოქროების გამაგრებას.
მთავარ ფოტოზე ხედავთ რესტავრაცია-კონსერვაციის პროცესს. ნივთის ზედაპირის ნაწილზე კარგად ჩანს განსხვავება რესტავრირებულ და სარესტავრაციო ნაწილებს შორის. რესტავრატორი ანდრეი ნაზარენკო. ხელოვნების სასახლის სარესტავრაციო ლაბორატორია“, – წერს გიორგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები