დადიანების სასახლის კუთვნილი უნიკალური ნივთების რესტავრაციის პროცესი დაიწყო

ამერიკის საელჩოს გრანტის შედეგი. აღნიშნული გრანტის ფარგლებში დაიწყო დადიანების სასახლის კუთვნილი უნიკალური ნივთების რესტავრაციის პროცესი. ინფორმაციას ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ავრცელებს.
„თქვენ წინაშეა დადიანების სასახლის სტერეოსკოპი. ნივთი ხელოვნების სასახლის სარესტავრაციო ლაბორატორიაში შემოვიდა უმძიმეს მდგომარეობაში. აპარატი დაშლილი იყო, ხის საფუძველი – დაავადებული და პარაზიტებით დასნებოვნებული. რესტავრაციის პროცესში მოხდა დეზინფექცია, სოკოვანი დაავადებებისაგან მკურნალობა, აეწყო აპარატის კონსტრუქცია, გამაგრდა ხის საფუძველი, ამჟამად ნივთი რესტავრაციის პროცესშია. რესტავრატორი ირაკლი ზამბახიძე“, – წერს გიორგი კალანდია.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები