ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს სერგო ქობულაძის ნამუშევარი საჩუქრად გადაეცა
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს საჩუქრად გადაეცა გამოჩენილი ქართველი გრაფიკოსის, თეატრის მხატვრისა და ფერმწერის, სერგო ქობულაძის, 1928 წელს შესრულებული ნამუშევარი – „ლედა“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ნამუშევარი მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ფერწერის ფონდს მისმა მესაკუთრემ, ალექსანდრე ნაჭყებიამ, გადასცა. გადაცემის შესაბამის აქტს ხელი ხათუნა კიკვაძემ – შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის თანამედროვე ქართული ფერწერისა და გრაფიკის ფონდზე პასუხისმგებელმა პირმა და ალექსანდრე ნაჭყებიამ კულტურის სამინისტროში მოაწერეს, მანამდე კი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

თეა წულუკიანმა ალექსანდრე ნაჭყებიას სახელმწიფო მუზეუმის სახელით მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამიერიდან ექსპონატი ხელოვნების მუზეუმში დაიდებს ბინას და სამინისტროს მიერ სამუზეუმო ფონდისთვის შეძენილი სერგო ქობულაძის ნამუშევრების კოლექციას შეემატება.
ნამუშევრის გადაცემის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის საგამოფენო განყოფილების ხელმძღვანელი ალექსანდრა გაბუნია.
ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლედა სპარტის მეფის, ტინდარეს მეუღლე იყო. მისმა სილამაზემ ისე მოხიბლა ზევსი, რომ იგი გედად გადაიქცა და მას შეერწყა. გედის ლედასთან შეუღლების თემა იტალიელი მხატვრების: მიქელანჯელოს, ლეონარდო და ვინჩის, ტინტორეტოსა და სხვათა შთაგონების წყაროდ იქცა.