„ურბანულ სივრცეში დაკარგული ბუნების ხმები“ – ბექა შათირიშვილის საჯარო ლექცია გაიმართება

23 მაისს, 19:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ბექა შათირიშვილის საჯარო ლექცია – „ურბანულ სივრცეში დაკარგული ბუნების ხმები“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ლექციის ფარგლებში მომხსენებელი ისაუბრებს, ურბანული და ბუნებრივი ხმების ურთიერთკავშირზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებრივი ხმები და რა საფრთხე ელის თანამედროვე სამყაროში; თუ როგორ იყენებდნენ ბუნებრივ ხმებს რამდენიმე საუკუნის წინ ცნობილი კომპოზიტორები, ხოლო დღეს – თანამედროვე არტისტები.
მცირე ინფორმაცია მომხსენებლის შესახებ:
ბექა შათირიშვილი – ბლოგერი, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, მისი კვლევის არეალი სხვადასხვა სფეროს მოიცავს: კულტურა, მუსიკა, სოციო-პოლიტიკური მოვლენები, შრომითი უფლებები.

მისამართი: ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, დ.ბაქრაძის N10.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები