მწერალთა სახლი – თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე
მწერალთა სახლი წელს მეორედ მონაწილეობს თბილისის წიგნის ფესტივალზე სტენდით, უახლესი უცხოენოვანი თარგმანებით, კატალოგებითა და ლიტერატურული პროგრამით.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, წელს თბილისის წიგნის ფესტივალი საიუბილეო, დაარსებიდან 25 წლის თარიღს აღნიშნავს და ბევრი სიახლით უმასპინძლებს დამთვალიერებელს. სტუმარი ქვეყანა პოლონეთია და მნიშვნელოვანი იქნება პოლონელ მწერლებთან და გამომცემლებთან შეხვედრა, რაც ხელს შეუწყობს პოლონური კულტურის საქართველოში პოპულარიზაციას და ქართული ლიტერატურით პოლონელი გამომცემლების დაინტერესებას.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
25 მაისი (ხუთშაბათი)
▪️ 16:30- 17:00
რეპრესირებული მწერლების მუზეუმი მწერალთა სახლში
მონაწილეები: ნატა ლომოური, გიორგი კაკაბაძე.
ფორმატი: პრეზენტაცია, დისკუსია.
26 მაისი (პარასკევი)
▪️ 18:30-19:00
ვირჯინია ვულფის “საკუთარი ოთახი”
მონაწილე: ლელა სამნიაშვილი.
ფორმატი: წიგნის წარდგენა.
27 მაისი (შაბათი)
▪️ 17:40 – 18:00
„თარგმნილი წიგნები საქართველოდან”
მონაწილეები: ირინე ჭოღოშვილი, გიორგი კაკაბაძე.
ფორმატი: დისკუსია.
მისამართი: ექსპო ჯორჯია, წერეთლის 118.