„ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ – ლიტერატურული კონკურსი გამოცხადდა
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო და მწერალთა სახლი აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს – „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 23 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებსაც რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევთ. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გააგზავნონ საკუთარი ლიტერატურული ნამუშევარი აფხაზეთის თემაზე.
საკონკურსო განაცხადებიდან კონფიდენციალური ჟიური 10 კონკურსანტს შეარჩევს. ლიტერატურული კონკურსის ფინალისტები შემდეგ ტურში გადაინაცვლებენ, სადაც თანამედროვე ქართველ მწერლებთან ერთად, ორ დღეს, არაფორმალურ გარემოში გაატარებენ და ექნებათ საშუალება, გაეცნონ იმ თანამედროვე ქართველ ავტორებს, რომლებიც აფხაზეთის შესახებ წერენ.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა: 30 აგვისტო.
ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ მიზანია ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლება ოკუპირებული ტერიტორიებისა და მათი ისტორიული, კულტურული თუ სოციალური კონტექსტის შესახებ.