„ქართული ხელნაწერები და ისტორიული საბუთები“ – წიგნის წარდგენა გაიმართება

18 მაისს 17:00 საათზე, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში წიგნის „ქართული ხელნაწერები და ისტორიული საბუთები“ წარდგენა გაიმართება.
საქართველოს ეროვნული არქივის ინფორმაციით, არქივმა  საკუთარ ფონდებში დაცული ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების შესახებ ახალი გამოცემა მოამზადა.
გამოცემაში შეტანილია ეროვნულ არქივში დაცული IX-XIX საუკუნეების ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების მოხატულობები და შემკულობები, გამორჩეული ანდერძ-მინაწერები და ავტოგრაფული ნუსხები, UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანილი ნუსხები, ბოლო ხანებში გამოვლენილი პალიმფსესტები და სხვა სიახლეები, ხელრთვები და ბეჭდები.
საქართველოს ეროვნულ არქივში 1000-მდე ხელნაწერი და 15 000-ზე მეტი ისტორიული საბუთია დაცული

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები