პრემიერი: რასაც ევროკავშირი ვაჭრობს 4 დღეში რუსეთთან, ჩვენ ვვაჭრობთ 1 წელიწადში; თითქმის 300 მლრდ დოლარი შეუვიდა რუსეთს შარშან, გაგანია ომის დროს, ბიუჯეტში შემოსავლების სახით ევროკავშირისგან

ევროკავშირი, რომ არ მოიწონეს ეს ფრენები, ვაჭრობა და ეკონომიკა რუსეთთან, დღემდე ვაჭრობს რუსეთთან და რასაც ევროკავშირი ვაჭრობს 4 დღეში, ჩვენ ვვაჭრობთ 1 წელიწადში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში წამლის ხარისხის კონტროლის პირველი ლაბორატორიის დათვალიერების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან არის დაახლოებით 1 მლრდ დოლარი, ყველაზე მეტი. მისივე თქმით, ფრენები განხორციელდება არასანქცირებული თვითმფრინავებით.

„ჩვენი ვაჭრობა რუსეთთან არის დაახლოებით 1 მლრდ დოლარი, მაქსიმუმს ვამბობ, დავამრგვალოთ. ახლა რა ხდება ევროპის შემთხვევაში, დღეს მე ერთი განცხადება მოვისმინე ევროკავშირის წარმომადგენლის და მინდა, საზოგადოებას ავუხსნა – რასაც ევროკავშირი 4 დღეში ვაჭრობს რუსეთთან, ჩვენ, ჩვენი ქვეყანა ვაჭრობს მთელი წლის განმავლობაში. ე.ი. ევროკავშირი, რომ არ მოიწონეს ეს ფრენები, ვაჭრობა და ეკონომიკა რუსეთთან, დღემდე ვაჭრობს რუსეთთან და რასაც ევროკავშირი ვაჭრობს 4 დღეში, ჩვენ ვვაჭრობთ 1 წელიწადში.
შარშან აბა თუ იცის ჩვენი საზოგადოების ნაწილმა რამდენი იყო, რამდენი შეადგინა სავაჭრო ბრუნვამ? 270 მლრდ დოლარი, თითქმის 300 მლრდ დოლარი შეუვიდა რუსეთს შარშან გაგანია ომის დროს ბიუჯეტში შემოსავლების სახით, სუფთა შემოსავლების სახით, საიდან? – ევროკავშირისგან. ჩვენ პატარა ქვეყანამ ამდენი გამოწვევებით, 20% არის ოკუპირებული და რუსის ჯარი გვიდგას აქ, ჯერ კიდევ ასეთი პრობლემები გვაქვს, რაც დაინგრა ეს საბჭოთა კავშირი და მას შემდეგ უამრავი ომი და უბედურება გადავიტანეთ, სამოქალაქო ომები და ომები შიგნით, ხალხმა ვეღარ ამოისუნთქა. ესაა ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა და ჩვენ 2012 წლიდან მოყოლებული ვახორციელებთ

ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის საჭირო ეროვნულ ინტერესებს და პოლიტიკას, ესაა სტრატეგიული მოთმინების გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა, რომლის საბოლოო მიზანი არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს პოლიტიკა, სტრატეგიული მოთმინების, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა მიგვიყვანს ქვეყნის გაერთიანებამდე. ესაა ჩემი, თქვენი, მე მჯერა, ყველას მიზანი და ოცნება. რაც შეეხება ფრენებს, ჩვენ ვნახეთ, რომ კომპანიებმა უკვე გამოთქვეს სურვილი, რომ არ დაიწყონ, განახორციელონ ფრენები, ჩვენი პოლიტიკა არის შემდეგი, რომ რა თქმა უნდა სანქცირებული თვითმფრინავებით არ შესრულდება ფრენები, არ განხორციელდება. ეს მხოლოდ მოხდება არასანქიცრებული კომპანიებით და თვითმფრინავებით. ამაში მგონი არანაირი პრობლემა არ არის, მე ჩამოგითვალეთ ქვეყნები – ისრაელი, თურქეთი, ჩინეთი, ემირატები და ა.შ. აღარ გავაგრძელებ. მაგალითად, როცა მე აზერბაიჯანში ვიყავი, იქ ჩვენმა მეგობარმა პრეზიდენტმა ალიევმა მითხრა, როცა ეკონომიკასა და ვაჭრობაზე ჩამოვარდა საუბარი, რომ 130 რეისი სრულდება კვირაში, ისრაელში 100-ზე მეტი რეისი და ა.შ. ასე რომ, ყოველგვარი დაძაბვის გარეშე, მინდა ჩვენი მეგობრებიც დავაწყნარო ევროკავშირში და ყველგან, ნამდვილი მეგობრები, რომ ეს არის ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები,”- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები