ირაკლი ზარქუა: გაკოტრებული ოპოზიცია ცდილობს, დამატებითი შოუს ელემენტები შეიტანოს პარლამენტში
“გაკოტრებული ოპოზიცია ცდილობს, დამატებითი შოუს ელემენტები შეიტანოს პარლამენტში. ვინ უნდა გაასამართლოს სასამართლო და მოსამართლე? ხაბეიშვილმა, მწვალებელთა პარტიის ღირსეულმა წარმომადგენლებმა და ბუჩუკურმა?”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას იმდენად აქვს დაკარგული თვითრწმენა, რომ არჩევნებშიც აღარ მონაწილეობს.
“რადიკალური ოპოზიცია რეიტინგებში განულებულია. იმდენად აქვთ დაკარგული თვითრწმენა, რომ არჩევნებშიც აღარ მონაწილეობენ. შუალედურ არჩევნებში 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ხალხმა კიდევ ერთხელ ნახა განსხვავება მმართველ პარტიასა და რადიკალებს შორის. ვინ ზრუნავს ქვეყნის ინტერესებზე, ქართველ ხალხზე, კეთილდღეობაზე. ამით არის განპირობებული, რომ გაკოტრებული ოპოზიცია ცდილობს დამატებითი შოუს ელემენტები შეიტანოს პარლამენტში. საგამოძიებო ნაწილი უსაფუძვლოა. ვინ უნდა გაასამართლოს სასამართლო და მოსამართლე? ხაბეიშვილმა, მწვალებელთა პარტიის ღირსეულმა წარმომადგენლებმა და ბუჩუკურმა? თუ რამე დარღვევა არის, შესაბამისი ინსტანციებია, სადაც ჩვენ ევროპული ყაიდის სასამართლო სისტემა გვაქვს შექმნილი. ჩვენ ამ შოუში მონაწილეობას არ მივიღებთ. გუშინ ჰქონდათ შესაძლებლობა დაეყენებინათ ეს საკითხი ბიუროზე და არ დაუყენებიათ. შეეშვან ამ სპეკულაციებს, თუ ჩამოყალიბდებიან, შესაძლებლობა აქვთ, რომ დააყენონ ეს საკითხი, შემდეგ იმსჯელებს უმრავლესობა”,- განაცხადა ზარქუამ.