ქუთაისის თოჯინების თეატრის დიდი წარმატება

ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა ყაზახეთის თოჯინების თეატრების მე-6 საერთაშორისო ფესტივალზე გრან-პრი მოიპოვა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ნინო მაღლაკელიძის სპექტაკლი  – „მახინჯი იხვის ჭუკი“.
„ვულოცავთ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასა და სპექტაკლის შემოქმედებით ჯგუფს ამ წარმატებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები