„საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“ – კულტურის სამინისტრომ კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის -„საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“ – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეს პროექტებია:
1. ნოდარ დუმბაძის სახელობის IV საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი; განმახორციელებელი – სსიპ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. დაფინანსდა თეატრალური ფესტივალის გამართვა.
2. „დიმიტრი კრიმოვის მასტერკლასების სერია სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში“; განმახორციელებელი – სსიპ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. დაფინანსდა გერმანიაში მოღვაწე ცნობილი რეჟისორის, დიმიტრი კრიმოვის, მასტერკლასების გამართვა.
3. „თბილისის მე-6 საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალი“; განმახორციელებელი – ა(ა)იპ „ანიმალაბი“. დაფინანსდა ანიმაციური ფილმების ფესტივალის გამართვა.
4. „ანიმაციური ფილმების მე-11 საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი““; განმახორციელებელი – ა(ა)იპ წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლა. დაფინანსდა ანიმაციური ფილმების ფესტივალის გამართვა.
5. „საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2023““; განმახორციელებელი – ა(ა)იპ „თეატრალური იმერეთი“. დაფინანსდა თეატრალური ფესტივალის გამართვა.
6. „ქარავან არტ ფორუმი, ქუთაისი 2023“ – საერთაშორისო არტფესტივალი; განმახორციელებელი – ა(ა)იპ თანამედროვე ხელოვნების განვითარების საერთაშორისო ასოციაცია. დაფინანსდა ფესტივალის გამართვა.
7. ფოტოკვირეული „ქოლგა თბილისი ფოტო 2023“; განმახორციელებელი – შპს „თბილფოტო“. დაფინანსდა ფოტოფესტივალის გამართვა.
8. საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ილო – 2023″; განმახორციელებელი – შპს კომპანია „ოქროს პეპელა“. დაფინანსდა ფოტოფესტივალის გამართვა.
9. „ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი““; განმახორციელებელი -სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დაფინანსდა ფესტივალის გამართვა.
10. კავკასიის მუსიკალური ფესტივალი/კონკურსი „ფენიქსი 23“; განმახორციელებელი – ა(ა)იპ კავკასიის თანამედროვე ხელოვნების ფაბრიკა. დაფინანსდა მუსიკალური ფესტივალის გამართვა.
11. საერთაშორისო ფესტივალი „სამბა პროჯეკტ ჯორჯია“; განმახორციელებელი – ა(ა)იპ „სამბა პროჯეკტ ჯორჯია“. დაფინანსდა მუსიკალური ფესტივალის გამართვა.
12. სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი – რიტმი, 2023“; განმახორციელებელი – შპს „თაგის არტი“. დაფინანსდა ხელოვნების ფესტივალის გამართვა.
13. ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა XII საერთაშორისო ფესტივალი „ბორჯომი – 2023“; განმახორციელებელი – სსიპ ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი. დაფინანსდა მუსიკალური ფესტივალის გამართვა.
14. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“; განმახორციელებელი – ა(ა)იპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი. თბილისი. საქართველო“. დაფინანსდა თეატრალური ფესტივალის გამართვა.
„2022 წელს კონკურსის „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“ ბიუჯეტი 500 000 ლარი იყო. სულ დაფინანსდა ათი პროექტი. მიმდინარე წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 600 000 ლარი. სამინისტროს კონკურსში მონაწილეობის 50-მა მსურველმა მომართა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები