ივანე ჩხაიძე – „ვოსორიტიდზე“: ხვალაც რომ იყოს გადაწყვეტილება მიღებული და პრეპარატი შემოიტანონ, მის დანერგვას სჭირდება აუცილებლად მომზადება

“ეს პრეპარატი ახალია და ამავდროულად ერთადერთი, რომელიც შექმნილია კონკრეტულად ამ დაავადების სამკურნალოდ”, – ამის შესახებ მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტვოსორიტიდზე“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრეპარატის დანერგვას მომზადება სჭირდება.

“ამერიკული კომპანიის მიერ შექმნილი მედიკამენტი გულისხმობს ყოველდღიურ ინექციებს. კვლევა, რომელიც საფუძვლად დაედო აშშ-ს საკვების და წამლის მარეგულირებელი სააგენტოსა (FDA) ავტორიზაციას, 121 ბავშვს მოიცავდა. 1 წლის განმავლობაში საშუალოდ ამ მედიკამენტით მიღებული შედეგი იყო 1,57 სანტიმეტრით მატება, პლაცებო ჯგუფთან შედარებით. ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჯერჯერობით ნაკლებია ინფორმაცია მოგვიანებით შედეგებზე. ასევე ნაკლებია ინფორმაცია, ნარჩუნდება თუ არა ეს ზრდის ტემპი მომდევნო წლების განმავლობაში. სხვანაირად ხანგრძლივ ეფექტზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ის, რაც ჩვენ ვიცით, ეს არის 1 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგები. ხვალაც რომ იყოს გადაწყვეტილება მიღებული და პრეპარატი შემოიტანონ, მის დანერგვას სჭირდება აუცილებლად მომზადება“, – განაცხადა ჩხაიძემ “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები