რაფიელ ერისთავის დაბადებიდან 199 წელი გავიდა
9/21 აპრილს ეთნოლოგი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე რაფიელ ერისთავი დაიბადა. ინფორმაციას მწერალი, ფილოლოგი და სასულიერო პირი მამუკა ცუხიშვილი (მონაზონი იოანე) ავრცელებს სოციალურ ქსელში.
„არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა”, დღეს დიდი რაფიელ ერისთავის დაბადების დღეა, 199 წელი გასულა მისი დაბადებიდან.
გაისად დაბადებიდან 200 წლისთავი უსრულდება. იმედია, ხელისუფლება თუ არა, საისტორიო და ფილოლოგიური საზოგადოება მაინც აღნიშნავს სადღესასწაულო თარიღს“, – წერს მამუკა ცუხიშვილი.