ჯუანშერ ბურჭულაძემ დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიცვალებულთა მოხსენიების დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათ ოჯახის წევრებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები