მედიაწიგნიერების კონკურსზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებითა და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” მხარდაჭერით, მედიაწიგნიერების კონკურსი დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან მანგანეზი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსის თემატიკა მედია წიგნიერების საშუალებით ყალბი და ნამდვილი ამბების, ასევე პროპაგანდისა და სინამდვილის გარჩევას წარმოადგენს. კონკურსში მონაწილეობის მიღება 13-დან 18 წლამდე, საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს სტატია, ესსე, მოსაზრება ან რეალობიდან აღებული კაზუსი. კონკურსის მიხედვით, მონაწილე თავად ირჩევს თემატიკას და გადმოცემის სტილს. სავალდებულოა საკონკურსო ნამუშევარი შედგებოდეს 500 სიტყვისგან. საკონკურსო ნამუშევარს სპეციალური ჟიური რამდენიმე კრიტერიუმით შეაფასებს: დავალების სიზუსტე, გამართული და ეთიკური წერა, კრიტიკული აზროვნება, ნამდვილი და ყალბი ამბების გარჩევა, შემოქმედებითობა.
საბოლოოდ კი გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ შესაბამისი პრიზი. პირველი ადგილი – 1 500 ₾; მეორე ადგილი – 1 000 ₾; მესამე ადგილი – 500 ₾. “ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით მედიაწიგნიერების კონკურსი უკვე მეორედ დაიწყო. გასულ წელს თითქმის ყველა რეგიონიდან მივიღეთ ძალიან საინტერესო საკონკურსო ნამუშევრები, რაც ძალიან სასიხარულო გახლდათ. წელს კიდევ უფრო მეტ აქტიურობას ველოდებით და წარმატებებს ვუსურვებ კონკურსის თითოეულ მონაწილეს”, – განაცხადა ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია პატარიძემ.

მასალების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 27 აპრილი.
ნამუშევარი უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე : Info@Multichiatura.ge. – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები