აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისი-ფოთის და თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებლები იმოძრავებს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისი-ფოთის და თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებლები იმოძრავებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

“ძვირფასო მგზავრებო! აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 13,14,15,17 და 18 აპრილს, თბილისი-ფოთი-თბილისის და 14,15,17 და 18 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, დამატებით რეისებს ნიშნავს: მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში: ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/ სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით,”.- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები