ირაკლი ზარქუა: უმრავლესობის დაშლაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია
“უმრავლესობის დაშლაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია, უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ რამდენიმე დეპუტატის უმრავლესობიდან შესაძლო წასვლის თაობაზე ჟურნალისტების კითხვას.
მისივე თქმით, უმრავლესობა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზეა ორიენტირებული.
„ოპოზიციურ არხებს აქვთ მცდელობა, შექმნათ მოლოდინი, რომ უმრავლესობა იშლება, ეს საფუძველს მოკლებულია. უმრავლესობა, როგორც არასდროს, ისეა მოწადინებული, 12-პუნქტიანი გეგმა შევასრულოთ და კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ევროკავშირს. მე არ მაქვს ინფორმაცია დეპუტატებთან დაკავშირებით, არც მომისმენია, უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება. როგორც არასდროს, ისე ვართ აქცენტირებული, გაძლიერებული, რომ 12-პუნქტიანი გეგმა ბოლომდე მივიყვანოთ და კანდიდატის სტატუსი მიიღოს ქვეყანამ”, – განაცხადა ზარქუამ.