მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“: საკუთარი ქვეყნის სამხედროებს ომის დანაშაული დააბრალეს და ამ პარტიის წარმომადგენლები ცდილობენ საპროტესტო მუხტის ავანგარდში მოხვედრას – უფრო რუსული საქმის კეთება მსოფლიოში არავის უფიქსირდება

ჩვენ კანონპროექტის გაწვევით რისკი მაქსიმალურად გვერდით გავწიეთ, მაგრამ შედეგად მივიღეთ – როგორც კი ეს საკითხი იმგვარად გადაწყდა, როგორც ჩვენ განვაცხადეთ, ეს აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია იყო, სტუდენტები ცდილობდნენ რომ სადავეები ისევ ხელში აეღოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი აქციის წამყვანი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი იყო და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა კლასტერის წარმომადგენლები სცენაზე გამოდიოდნენ.

„აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურადაა წარმოდგენილი და ბოლოს მაინც იმ პოლიტიკოსებამდე მივდივართ, რომლებიც რუსს სხვას ეძახიან, თავად ისეთ რაღაცაზე აქვთ ხელი მოწერილი, რომ უფრო რუსული საქმის კეთება მსოფლიოში არავის უფიქსირდება, მაგალითად საკუთარი ქვეყნის სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება. აი, ამ პარტიის წარმომადგენლები ცდილობენ ამ საპროტესტო მუხტის ავანგარდში მოხვედრას, ამაზე მეტი პარადოქსი რა უნდა იყოს?!“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები