ლევან ხაბეიშვილი: მე, როგორც ერთი რიგითი პოლიტიკოსი, მზად ვარ, მოქალაქეებს თავი შევთავაზო, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი ქართველი ხალხის ხელში

მე, როგორც ერთი რიგითი პოლიტიკოსი, მზად ვარ, მოქალაქეებს თავი შევთავაზო, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი ქართველი ხალხის ხელში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„ეს არის ერთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელსაც იურიდიული გაფორმება სჭირდება, მაგრამ მთავარი ბრძოლა რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ ახლა იწყება“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები