რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.
აქციის მონაწილეები 7-8 მარტს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.
რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზა გადაიკეტა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 7-8 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების დროს ჯამში, 133 პირი დააკავეს.