ხავიერ კოლომინა: ნატო მიესალმება იმ კანონპროექტის უპირობოდ გაწვევას, რომელმაც ამდენი შეშფოთება და პროტესტი გამოიწვია

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას “ტვიტერზე” ეხმაურება.

“ნატო მიესალმება იმ კანონპროექტის უპირობოდ გაწვევას, რომელმაც ამდენი შეშფოთება და პროტესტი გამოიწვია. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ დაინტერესებულ მხარეს საქართველოში, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს საქართველოს შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის“, – წერს კოლომინა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, სადაც აღნიშნავენ, რომ ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები