სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას მართავენ

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტის შენობისკენ, სადაც საპროტესტო აქციაა დაგეგმილი, მსვლელობით მიემართებიან.

სტუდენტები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებითა და შეძახილებით – „არა რუსულ კანონს!“ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.

პარალელურად, აქციას მარშით შეუერთდებიან ქალთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

პარლამენტის წინ აქცია 15:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა საპროტესტო აქციაზე მობილიზაციის დაწყება 17:00 საათიდან დააანონსა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები