გიორგი ვოლსკი: ივანიშვილი არ არის ადამიანი, ვინც თანხების სანაცვლოდ დაუპირისპირდება ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს

“ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი ბიძინა ივანიშვილის და შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისის“ საქმეს გამოეხმაურა.

„მნიშვნელოვანია, რომ არც ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, ვინც გარკვეული თანხების სანაცვლოდ წავა და დაუპირისპირდება თავის სახელმწიფოს, თავისი ხალხის და ქვეყნის ინტერესებს, ასე რომ, აი, ეს ჭიდილი გრძელდება, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, თუ რამხელა საქველმოქმედო პროექტებია დღის წესრიგში. თუნდაც საგანმანათლებლო, ჯანმრთელობის დაცვის კუთხით და რასაკვირველია, ყველას უნდა უნდოდეს ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანს, რომ ეს გაგრძელდეს და სანქციებს არ დაექვემდებაროს იმ ადამიანის რესურსი, რომელიც თავისი ქვეყნისთვის ზრუნავს, თანაც უანგაროდ. ეს არის საერთო შეხედულება, რაც წესით ამ ქვეყანაში უნდა არსებობდეს, სამწუხაროდ, ეგეთი დამოკიდებულება არ არის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივმა მრჩევლებმა მორიგი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ “კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს და მიზანმიმართულად ანგრევს საკუთარი ბანკისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები