არჩილ თალაკვაძე – სააკაშვილზე: ყოველი იმ განცხადების უკან, რომელიც მის სამკურნალოდ გადაყვანაზე გვესმის, სინამდვილეში, გათავისუფლების მიზანი დგას

მმართველი გუნდის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყოველი იმ განცხადების უკან, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე ისმის, სინამდვილეში, გათავისუფლების მიზანი დგას.

“არაერთხელ გვითქვამს, რომ ყოველი იმ განცხადების უკან, რომელიც მის სამკურნალოდ გადაყვანაზე გვესმის, სინამდვილეში გათავისუფლების მიზანი დგას. მიზანია, რომ ის როგორმე გაარიდონ მართლმსაჯულებას, რომელიც სამართლიანმა სასამართლომ დაადგინა, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ უხეშად დაირღვა კანონი და უმძიმეს დანაშაულებს ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები