გიორგი ვოლსკი: ვერავინ უარყოფს, რომ სააკაშვილის გარემოცვა გარკვეულწილად თუ არა, პირველ რიგში, დამნაშავეა იმაში, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებობს
“როგორც ჯანდაცვის სისტემა, ასევე ნებისმიერი სხვა მის გარშემო, თუნდაც მისი ოპონენტები, მათ შორის, ციხის ადმინისტრაცია, მობილიზებულები არიან იმისათვის, რომ სააკაშვილი იყოს კარგად, მთელი მისი გარემოცვა და მისი ოჯახი მობილიზებულია, რომ სააკაშვილი იყოს ცუდად“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის გარემოცვა მას პოლიტიკურ ბრძოლაში იყენებს.
„ვერავინ ვერანაირად უარყოფს, რომ სააკაშვილის გარემოცვა გარკვეულწილად თუ არა, პირველ რიგში, დამნაშავეა იმაში, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი პირდაპირ მძევლად აქცევენ სააკაშვილს და მის ფაქტორს იყენებენ პოლიტიკურ ბრძოლაში. არავინ არ გამოჩნდა ისეთი, მათ შორის, გარემოცვიდან, ოჯახიდან, ვინც მოუწოდებს მას, რომ სწორედაც მიყვეს იმ დანიშნულებას, რაც მას აქვს,“ – განაცხადა ვოლსკიმ.