მიხეილ სარჯველაძე – ლევან იოსელიანზე: პატივისცემით ვარ განწყობილი, მაგრამ რამდენად იქნება რესურსი, რომ სახალხო დამცველად მის კანდიდატურაზე შევთანხმდეთ, დრო გვაჩვენებს
ლევან იოსელიანის მიმართ პატივისცემით ვარ განწყობილი, მისი კვალიფიკაციის, პიროვნული თვისებების მიმართ, მაგრამ რამდენად იქნება რესურსი, რომ სახალხო დამცველად მის კანდიდატურაზე შეთანხმება იყოს, ამას დრო და კონსულტაციები გვაჩვენებს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ლევან იოსელიანის მიმართ მხოლოდ პოზიტიურის თქმა შეუძლია.
„ახალი ამბავია და სიმართლე გითხრათ, შესაძლებლობა არ მქონდა, პოლიტიკური გუნდის პოზიცია გითხრათ. ლევან იოსელიანის მიმართ პატივისცემით ვარ განწყობილი, მისი კვალიფიკაციის, პიროვნული თვისებების მიმართ, მაგრამ რამდენად იქნება რესურსი, რომ შეთანხმება იყოს, ამას დრო და კონსულტაციები გვაჩვენებს. ეს კანდიდატურა საინტერესოა. ლევან იოსელიანის მიმართ კეთილგანწყობილი ვარ მისი კვალიფიკაციის, პიროვნული თვისებების მიმართ. მის მიმართ არავითარი ეჭვის საფუძველი არ გამაჩნია, მხოლოდ პოზიტიურის თქმა შემიძლია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება.