რატი იონათამიშვილი: ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არის, რომ აღნიშნული ინიციატივები სამართლებრივი შეფასებისთვის ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება
“ჩვენ ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ ამ ინიციატივებთან დაკავშირებით, მათ შორის, ცხადია, დეზინფორმაციის ნაწილს ჰქონდა კონკრეტული მიზნები და ამოცანები, რომ გამოეწვია სტიგმატიზაცია აღნიშნული პროცესის”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “ხალხის ძალის” კანონპროექტებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება სამართლებრივი შეფასებისთვის აღნიშნული ინიციატივების ვენეციის კომისიაში გადაგზავნაა.
“შესაბამისად, მე ვფიქრობ, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არის, რომ აღნიშნული ინიციატივები სამართლებრივი შეფასებისთვის გადაიგზავნება ვენეციის კომისიაში და, შესაბამისად, ის პასუხები, რაც ჩვენ გვექნება ვენეციის კომისიიდან, მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ არგუმენტირებული პროცესი იყოს უზრუნველყოფილი”, – განაცხადა იონათამიშვილმა.