ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებმა ძუძუს კიბოს შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირების საკითხებზე იმსჯელეს(ფოტო,ვიდეო)

ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებმა ძუძუს კიბოს შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირების საკითხებზე იმსჯელეს. ღონისძიება თამარ გაბუნიამ გახსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიზნობრივი სტრატეგიული ქმედებები და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება განიხილეს, რომლებიც ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებაზეა ორიენტირებული.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის,თამარ გაბუნიას განცხადებით, ძუძუს კიბოს შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის შესამცირებლად მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტირება და ხარისხიან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდა.

ღონისძიებების ფარგლებში, შეხვედრის მონაწილეებმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ძუძუს კიბოს გლობალური ინიციატივის (GBCI) განხორციელების ჩარჩოებიც მიმოიხილეს, რაც ჯანდაცვის სისტემების გასაძლიერებლად მტკიცებულებაზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადებას უზრუნველყოფს.

შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებლები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები, ექსპერტები და პროფესიული ასოციაციები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები