შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა ძალიან ბევრი ტერმინი გააუფასურა – თვითონაც არ ეკიდებიან სერიოზულად ბოიკოტს

რადიკალური ოპოზიცია ახერხებს, რომ გააუფასუროს ყველაფერი, რაც კი დემოკრატიული ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მიერ გამართულ და დაგეგმილ აქციებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულის გამო ოპოზიცია საზოგადოებისგან პასუხს იღებს.

„ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა ძალიან ბევრი ტერმინის გაუფასურება მოახდინა. ხედავთ, რომ თვითონაც არ ეკიდებიან სერიოზულად ბოიკოტს, გააუფასურეს უკვე საერთოდ ამ პოლიტიკური აქტის მნიშვნელობა. სიტყვა პერმანენტულმაც დაკარგა თავისი მნიშვნელობა და მუდმივობიდან გადაიქცა რაღაც ერთწუთიან აჟიოტაჟად. ასე, რომ ესაა ერთადერთი, რასაც ახერხებს რადიკალური ოპოზიცია, რომ გააუფასუროს ყველაფერი, რაც დემოკრატიული ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. შედეგი, საბოლოო ჯამში, ეს არის და საბოლოოდ, პასუხს იღებენ საზოგადოებისგან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები