ირაკლი ბერაია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თამჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ შეხვედრა გამართა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადმირალ რობ ბაუერთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე, რფ-ს ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და მის გავლენაზე რეგიონის უსაფრთხოებაზე, საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე, თავდაცვითი შესაძლებლობების და მედეგობის გაძლიერებაში პრაქტიკული მხარდაჭერის გაზრდაზე, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების და რეგიონში ნატოს ჩართულობის და ხილვადობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს ელჩი ნატოში ვიქტორ დოლიძე და სამხედრო წარმომადგენელი, ბრიგადის გენერალი ირაკლი ძნელაძე.