თამარ გაბუნია: ჩვენთვის შემაშფოთებელი იყო ის ფაქტი, რომ ფარმაცევტულ დაწესებულებებში თურქეთიდან იმპორტირებულ გარკვეულ მედიკამენტებზე ფასების ზრდა დაფიქსირდა

“ჩვენთვის ძალიან შემაშფოთებელი იყო ის ფაქტი, რომ გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ფარმაცევტულ დაწესებულებებში თურქეთიდან იმპორტირებულ გარკვეულ მედიკამენტებზე ფასების ზრდა დაფიქსირდა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს.

“ჩვენი შეფასებით, ეს არის ხელოვნური ზრდა, რადგან ამ პირობებში სხვა განმარტება ამ ზრდას რეალურად არ აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ყველანაირად მსგავსი ფაქტები აღვკვეთოთ, ამდენად, ჯანდაცვის სამინისტრო გამოიყენებს საერთაშორისო გამოცდილებას, პარტნიორებთან თანამშრომლობას, ასევე, სხვა უწყებებთან თანამშრომლობასაც იმისთვის, რომ ამ ტიპის არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი, ფასების ხელოვნური მატება, ხელოვნურად დარღვეული კონკურენციის ჯანსაღი წესები აღიკვეთოს”, – აცხადებს გაბუნია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები