ირაკლი ზარქუა: დიახ, მიწვეული ვართ 24 თებერვალს უკრაინაში, თუმცა, უარს ვამბობთ
“ჩვენ, დიახ, მიწვეული ვართ 24 თებერვალს უკრაინაში, ჩვენი დელეგაციის გარკვეული პირები, თუმცა, ჩვენ უარს ვამბობთ”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ინფორმაციას რომლის მიხედვითაც, 24 თებერვალს უკრაინამ, სხვა ქვეყნების დელეგაციებთან ერთად, საქართველოს დელეგაციაც მიიწვია, თუმცა, “ქართულმა ოცნებამ” წასვლაზე უარი თქვა.
მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც უკრაინის მაღალჩინოსნები საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებენ, დიპლომატიური ურთიერთობების სივრცე არ რჩება.
“ჩვენ დიახ, მიწვეულები ვართ 24 თებერვალს ჩვენი დელეგაციის გარკვეული პირები, თუმცა, ჩვენ უარს ვამბობთ, რატომ? იმიტომ, რომ უკრაინის მაღალჩინოსნები როდესაც მოუწოდებენ ჩვენს სახელმწიფოს მეორე ფრონტის გახსნისკენ, როდესაც პატიმარ სააკაშვილს, რომელსაც არაერთი მძიმე ბრალდება აქვს და მისჯილი აქვს ასევე ევროპული სასამართლოს მხრიდან, პოლიტპატიმარს უწოდებენ, მგონია, რომ არ ტოვებს ეს დიპლომატიური ურთიერთობების სივრცეს”, – განმარტა ზარქუამ.