ირაკლი ზარქუა: ხომ ვნახეთ 10-15-კაციანი აქციები, ხან ამინდს აბრალებენ, ხან მოუცლელობას – მალე ველოდებით „ნაცებს“ პარლამენტში

„ვითომ მელია ჩამოაგდეს, გადააყენეს და ახლა დადიან რეგიონებში. ხომ ვნახეთ 10-15-კაციანი აქციები, ხან ამინდს აბრალებენ, ხან მოუცლელობას. შემდეგ ხომ ვნახეთ ახალი რა მოიგონეს, ავტობუსები ჩაჰყავთ ერთი რეგიონიდან მეორეში და ხალხს ისე აგროვებენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის დაკრულზე სირბილი ვისაც არ უნდა, გაემიჯნება და პარლამენტში შევა.

“ასე ივლიან ცოტა ხანი და შემდეგ პარლამენტში შევლენ. რომლებიც უკვე მიხვდნენ, რომ ამათგან არაფერი გამოვა, გაემიჯნენ. მაგალითად, რომან გოცირიძე და ვულოცავ მას, რადგან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. რომანი არის პროფესიონალი ეკონომისტი და მისი აზრი საჭიროა, მათ შორის კრიტიკული აზრი. ვისაც არ უნდა მერაბიშვილის დაკრულზე ირბინოს, ორი გვამის ავტორზე – თორემ ხაბე მსხვერპლია მათი – გაემიჯნება და შემოვა პარლამენტში. ჩვენ მალე ველოდებით „ნაცებს“ პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები