ირაკლი ზარქუა: “ხაბე” მეცოდება, რამდენი იწვალა – აქამდე მოსულიყო და მელიას შედეგი სანატრელი გაუხდათ – მელიას ბოლოს 18 კაცი მისდევდა და ამათ 10 ჰყავდათ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
“არ მომისმენია მერაბიშვილის ბრძნული აზრები და სახელმწიფოებრივი ხედვა, მაგრამ, როგორც ჩანს, მზადებაა, რომ შედეგი დაიდოს, მე კი ვეტყვი, რომ შედეგს ვხედავთ და ძალიან მოხარული ვართ, რომ მთავარი ოპოზიციურ პარტიას, როგორიც არის განახლებული “ნაციონალური მოძრაობა”, განახლების სიმბოლო მერაბიშვილი წარმოადგენს, მადლობა, ძალიან მაგარია. რას ელოდებიან არ ვიცი, 10 კაცამდე ჩამოვიდნენ, ჟურნალისტი უფრო მეტი იყავით აქციაზე და კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ მერაბიშვილს, ჩემს “ხაბეს”. ეს ძალა წარსულია, მათ შორის, მათი მხარდამჭერებისთვისაც, “ნაციონალურ მოძრაობას” თვითონ არ აინტერესებს თავის განახლებული პარტია და მე კომენტარები რატომ გავაკეთო? სადაც კეზერაშვილი და მერაბიშვილი იქნებიან, ის ძალა დამთავრებულია, თუ გინდა პარტიამ დაასრულოს პოლიტიკური მოღვაწეობა, ეს ორი ადამიანი უნდა ჩასვა, “ხაბე” მეცოდება, ჩემი “ხაბე”, რამდენი იწვალა აქამდე მოსულიყო და მელიას შედეგი სანატრელი გაუხდათ, მელიას ბოლოს 18 კაცი მისდევდა და ამათ 10 ჰყავდათ”,- განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, საქართველოს შს ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა „ფეიგინ LIVE“ -ის ეთერში საუბრისას განაცხადა: “პარტიაში არჩევნების შემდეგ 1 კვირა გავიდა და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები მთელ საქართველოში ჩატარდა – ახალი ხელმძღვანელობა მიაღწევს იმას, რომ რამდენიმე თვეში შეიცვლება სიტუაცია”.