დიმიტრი ხუნდაძე: “ნაცმოძრაობას“ ქცევაც, ენაც, სიტყვათა მარაგიც უცვლელი აქვს – საკუთარი უშინაარსობა აიძულებთ, ირბინონ ქუჩაში
“ნაციონალური მოძრაობა“ მარტოა, საზოგადოება მათ არ მიჰყვება, ქუჩას ვერ აფორმირებენ, რადგან არ არიან გულწრფელი”, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” საკუთარი უშინაარსობა აიძულებს, რომ ქუჩაში ირბინონ.
„„ნაციონალურ მოძრაობას“ ქცევაც, ენაც, სიტყვათა მარაგიც უცვლელი აქვს. რაც ჰქონდა 2012 წლის შემდეგ, დღესაც იმავეს იმეორებენ. მათ საკუთარი უშინაარსობა აიძულებთ, გადავიდნენ ლანძღვაზე, ირბინონ ქუჩაში, სახლებში დაადგნენ თანამდებობის პირებს. ხედავთ, რომ ისინი არიან მარტონი და საზოგადოება მათ არ მიჰყვება. ისინი ქუჩას ვერ აფორმირებენ, რადგან არ არიან გულწრფელი და კონსტრუქციულები“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.