ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, 2020 წლის კვლევით, საქართველო მე-7 ადგილზეა გლობალურად

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, 2020 წლის კვლევით, საქართველო მე-7 ადგილზეა გლობალურად.

მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველო მესამე ადგილზეა ყველაზე დაბალი საგადასახადო წნეხის მქონე ქვეყნებს შორის და ჯამური საგადასახადო განაკვეთი 9.9%-ია.

“მსოფლიოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ შევძელით, საქართველო მსოფლიოში ბიზნესის კეთების ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად გვექცია მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთები გააჩნია მსოფლიოში. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველო მესამე ადგილზეა ყველაზე დაბალი საგადასახადო წნეხის მქონე ქვეყნებს შორის და ჯამური საგადასახადო განაკვეთი 9.9%-ია. ასევე, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, 2020 წლის კვლევით, საქართველო მე-7 ადგილზეა გლობალურად. ჩვენ ასევე ვთავაზობთ არსებითად მიმზიდველ შეთავაზებებს ინვესტორებს, რადგან ისეთი საგადასახადო მოდელი შევქმენით, რომლითაც გაუნაწილებელი მოგება არ იბეგრება. გარდა ამისა, საქართველოს აქვს 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ამ ზონებში საექსპორტო საქონელი იწარმოება და გადასახადებისგან თავისუფლდებიან. ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოს, როგორც ბიზნესის კეთების მიმართულებად და დანიშნულების ადგილად ქცევას”,- აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები