გივი მიქანაძე: მოსწონს თუ არა სააკაშვილს, მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომელიც მან ქართული საზოგადოების წინაშე ჩაიდინა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გივი მიქანაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომელიც ქართული საზოგადოების წინაშე ჩაიდინა – პასუხისგება მოუწევს.

მისივე თქმით, პატიმარი ექსპრეზიდენტი საკუთარ ჯანმრთელობას მიზანმიმართულად აზიანებს.

“მოსწონს თუ არა სააკაშვილს, მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომელიც მან საქართველოსა და ქართული საზოგადოების წინაშე ჩაიდინა. ეს ადამიანი მიზანმიმართულად აზიანებს საკუთარ ჯანმრთელობას იმისთვის, რომ ლობისტური კამპანიის ფარგლებში მოხდეს სხვა ფორმით ამის გაპიარება და საზოგადოებისთვის და დასავლეთისთვის იმის წარმოჩენა, თითქოსდა ის არის წამების მსხვერპლი. მცდელობები რაღაც ფორმით გამოიხსნან ის და აარიდონ პასუხისმგებლობას არის ფუჭი“, – განაცხადა მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები