მამუკა მდინარაძე: უნდა ვიომოთ მაშინ, როცა სხვანაირად სამშობლოს გადარჩენა შეუძლებელია, ხოლო როცა გადარჩენის გზა სულ სხვაგვარია და ომს გვაძალებენ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ომი ჩვენი და ჩვენი მომავლის ინტერესებს არ ემსახურება
უნდა ვიომოთ მაშინ, როცა სხვანაირად სამშობლოს გადარჩენა შეუძლებელია, ხოლო როცა გადარჩენის გზა სულ სხვაგვარია და ომს გვაძალებენ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ომი ჩვენი და ჩვენი მომავლის ინტერესებს არ ემსახურება, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“პატარა და ძალიან ამაყი ერი ვართ.
პატარა და ძალიან ლამაზი ქვეყანა გვაქვს.
ჩვენი ისტორია სამშობლოსა და ღირსების შენარჩუნების, გადარჩენისთვის ბრძოლაა.სულ ბრძოლა გვიწევდა. დღესაც ვიბრძვით და მომავალშიც მოგვიწევს!..