რატი იონათამიშვილი „ნაცმოძრაობას“: ოჯახებს თავი დაანებეთ, ძალიან ზედმეტები მოგდით უკვე – თავი დაანებეთ, ისეთ სიბინძურეებს, თქმაც რომ გიჭირთ

როცა ფიზიკურად ვერაფერი უქნეს მამუკა მდინარაძეს და პირიქით, უკან მიიღეს მისგან შეტევა და სიმართლე, დავალება მისცეს (იაფად) შალვა ნათელაშვილს და ალაპარაკებენ,რომ მდინარაძე პოლიტიკური პატიმარი კი არ იყო, არამედ თითქოს ქრთამზე იჯდა ციხეში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელი წერს.

იონათამიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს თავი დაანებონ ისეთ სიბინძურეებს, რომლის თქმაც თავადაც უჭირთ.

„როცა ფიზიკურად ვერაფერი უქნეს მამუკა მდინარაძეს და პირიქით, უკან მიიღეს მისგან შეტევა და სიმართლე, დავალება მისცეს (იაფად) შალვა ნათელაშვილს და ალაპარაკებენ,რომ მდინარაძე პოლიტიკური პატიმარი კი არ იყო, არამედ თითქოს ქრთამზე იჯდა ციხეში.

ნათელაშვილს არა, „ნაცებს“ ვპასუხობ: მამუკა დაიჭირა თქვენმა ბელადმა პოლიტიკური მოტივით და ბრალად სამსახურეობრივი გულგრილობა წაუყენა (ქრთამის ბრალდება ფურცელზეც კი არ ჰქონია, უბრალოდ მოგონილი ამბავია). თუმცა, გულგრილობაშიც კი გამართლდა!

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის მამას, რომელზეც უკვე მერამდენჯერ იკადრეს სიბინძურე, ახლა უკვე ნათელაშვილის პირით:

ჯერ ერთი, ოჯახებს თავი დაანებეთ, ძალიან ზედმეტები მოგდით უკვე… და მეორე, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამოკვეთილ ლიდერს და ამ ქვეყანაში ერთ-ერთ სამაგალითო კაცს ასე რომ ესხმით თავს, მისი შვილის პოლიტიკური დაზიანების მიზნით, ეს სიბნელეც არის და ბოროტებაც ერთდროულად!

თავი დაანებეთ, ისეთ სიბინძურეებს, თქმაც რომ გიჭირთ და შალვას ალაპარაკებთ, თქვენთვის აჯობებს, დამიჯერეთ!..“, – წერს რატი იონათამიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები