ირაკლი ზარქუა: ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობას არ ვატყუებთ და პირდაპირ ვეუბნებით, თუ რუსეთი რაიმე წარმატებას მიაღწევს, ეს იქნება პირდაპირი გამოწვევის გაზრდა ჩვენი ქვეყნისთვის
ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობას არ ვატყუებთ და პირდაპირ ვეუბნებით, თუ რუსეთი რაიმე წარმატებას მიაღწევს, ეს იქნება პირდაპირი გამოწვევის გაზრდა ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„ის, რომ რუსეთს გარკვეულწილად ალყაში ჰყავს ბახმუტი, მანამდე რამდენიმე სოფელი აიღო, ამაზე ინფორმაციას მათ შორის თეთრი სახლი და უკრაინის დაზვერვა ავრცელებენ. აცხადებენ, რომ მორიგი შეტევისთვის ემზადებიან.
ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობას არ ვატყუებთ და პირდაპირ ვეუბნებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი რაიმე წარმატებას მიაღწევს, ეს იქნება პირდაპირი გამოწვევის გაზრდა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.