გიორგი ამილახვარი: ამ ხალხს არ აქვს არანაირი მორალური უფლება, მამუკა მდინარაძეს დაუძახონ პრორუსი, როდესაც მათ ჰყავთ პარტნიორად ელენე ხოშტარია, რომელიც პირდაპირ ფინანსდება რუსეთიდან

ამ ხალხს არ აქვს არანაირი მორალური უფლება, მამუკა მდინარაძეს დაუძახონ პრორუსი, როდესაც მათ ჰყავთ პარტნიორად ელენე ხოშტარია, რომელიც პირდაპირ ფინანსდება რუსეთიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ ტელეკომპანია „იმედთან“ გამართულ გუშინდელ პერფორმანსს, სადაც ისინი მმართველი გუნდის აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს დახვდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ამ ხალხს არ აქვს არანაირი მორალური უფლება, მამუკა მდინარაძეს ან ჩვენი გუნდის ნებისმიერ წარმომადგენელს დაუძახონ პრორუსი, როდესაც მათ ჰყავთ პარტნიორად ელენე ხოშტარია, რომელიც პირდაპირ ფინანსდება რუსეთიდან. ამ ადამიანებმა და მათმა დამკვეთებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას და საკუთარ ქვეყანას დააბრალეს ომის დაწყება“, – განაცხადა ამილახვარმა „იმედთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები