რკინიგზის დელეგაციამ ,,შუა დერეფნის” 2023 წლის გეგმები ალმატიში გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილა
საქართველოს რკინიგზის დელეგაციამ, გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით, ყაზახეთის ქალაქ ალმატიში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტის (შუა დერეფანი) მმართველი საერთო კრების მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშუტის ასოციაციის წევრებმა 2022 წლის შედეგები შეაჯამეს და წინა წელს გადაზიდვების დროს გამოვლენილ გამოწვევებზე ისაუბრეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2023 წელს გაზრდილი ტვირთების ოპერატიულად გადაზიდვის მიზნით, მეტი ყურადღება მონაწილე მხარეების კოორდინაციის გაუმჯობესებასა და კორიდორის სრულად გაციფროვნებას დაეთმობა. შეხვედრის ფარგლებში დამტკიცდა 2023 წლის სამოქმედო გეგმა, ასევე ჩინეთი-ევროპისა (შავი ზღვის პორტები) და ჩინეთი-თურქეთის მარშუტებზე გადაზიდვის ვადები და ტარიფები.
მხარეებმა ასოციაციაში BMF Port Burgas (ბულგარეთი) – Rail Cargo Group (ავსტრია) – АО «LTG Cargo» (ლიეტუვა) გაწევრიანებაზე მზაობა გამოთქვეს.