გიორგი ვოლსკი: სამწუხაროა, რომ საქართველოში ომის პარტიის რაღაც ფრთა ჩამოყალიბდა, რომელსაც თუ არა უსამშობლო მოღალატეები, სხვა არაფერი ეწოდება

“სამწუხაროა, რომ საქართველოში ომის პარტიის რაღაც ფრთა ჩამოყალიბდა, რომელსაც თუ არა უსამშობლო მოღალატეები, სხვა არაფერი ეწოდება“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, დამანგრეველ პროცესებს სახელმწიფო და ხალხი არ დაუშვებს.

“გუბაზ სანიკიძე მიჩანჩალებს და უნდა, იმ პროცესებს დაეწიოს, რომელიც ჩალაძემ დააანონსა – რევოლუცია, შეჯახება. იქ ვიღაც ტანკისტებიც გამოჩნდნენ, თურმე, ქვეყანას უნდა გადაუარონ ტანკებით და თან აფხაზეთიდან უნდა შემოვიდნენ. ასეთ დამანგრეველ პროცესებს არც სახელმწიფო დაუშვებს და არც ხალხი. ფაქტია, რომ დღეს შეფარული საუბარი აღარ არის, რადგან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან უკვე სააშკარაოზე გამოსვლის პროცესს აქვს ადგილი. „ნაცმოძრაობის“ მთელი სპიკერატი საუბრობს, რამდენად დემოკრატები არიან და პროდასავლურები, დღეს კი, ყველა ამ პრინციპის უგულებელყოფით აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანი – ომია. რასაკვირველია, ამაზე შეიძლება გავიცინოთ და დავცინოთ, მაგრამ სამწუხაროა, რომ საქართველოში ომის პარტიის რაღაც ფრთა ჩამოყალიბდა, რომელსაც თუ არა უსამშობლო მოღალატეები, სხვა არაფერი ეწოდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები